მე-2 სეზონის გამარჯვებულია “FC BASA”

6 ივლისიდან მთელი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათსა და კვირას ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი მატჩი, რისთვისაც ალტერლიგის საორგანიზაციო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ყველა გუნდის მონაწილეებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ ამ ტურნირის ჩატარებაში.  

მაშ ასე, 27 ივლისს ალტერლიგის მეორე სეზონის ფინალური მატჩები გაიმართა, სადაც მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ წინა სეზონის გამარჯვებული გუნდი “მთვარეულები” და დებიუტანტი Saller Jr. რომელმაც პენალტების სერიით მოიპოვა გამარჯვება, დაიკავა მესამე ადგილი და გადაეცა ბრინჯაოს მედლები და 300 ლარი. რაც შეეხება ფინალს FC BASA-მ შეძლო ასევე პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება ფინალისტ გუნდ “Grandstars”-ზე და დაეუფლა მთავარ პრიზს 1000 ლარს, მათ გადაეცათ ოქროს მედლები და თასი. მეორე ადგილზე გასული გუნდი “Grandstars” კი 500 ლარით და ვერცხლის მედლებით დასაჩუქრდნენ.

ჩვენ კი გემშვიდობებით სექტემბრამდე და დაგიბრუნდებით მესამე სეზონით!