2020 წლის გაზაფხულის სეზონი!

სასიამოვნო სიახლე ფეხბურთის მოყვარულთათვის! როგორც დაგპირდით, ალტერლიგა განახლებული ფორმატით, გაზრდილი გუნდების რაოდენობითა და გასამმაგებული საპრიზო ფონდით გიბრუნდებათ 2020 წელს!

შეავსეთ თქვენი გუნდის განაცხადი 25 თებერვლამდე და ჩაერთეთ ყველაზე პოპულარულ მინი ფეხბურთის ჩემპიონატში, სადაც გაქვთ შანსი მოიგოთ წილი 6000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან.

ტურნირში მონაწილეობის მიღება მარტივია: შეკრიბე 10 მოყვარული, ვისაც სურს ჩაერთოს 3 თვიან ტურნირში, გაიარე მარტივი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო თანხის (თითო მონაწილეზე 20 ლარი) გადახდის შემდეგ თქვენი გუნდი წარმატებით დარეგისტრირდება ტურნირში, მატჩები კი გაიმართება მხოლოდ შაბათსა და კვირას. ტურნირი დაიწყება 29 თებერვალს და გაგრძელდება 31 მაისამდე.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი 2500 ლარის ოდენობით.
მეორე ადგილოსანს 1500 ლარი.
ასევე გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც გუნდები იბრძოლებენ 1000 ლარის მოსაპოვებლად.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მიიღებს 300 ლარს, ხოლო ბომბარდირი – 200 ლარს.

გარდა ამისა, ფინალამდე 1 კვირით ადრე ჩატარდება “All Star” მატჩი და მოგებულ გუნდს დავასაჩუქრებთ 500 ლარით. მასში მონაწილები დაკომპლექტებული იქნებიან ჯგუფურ ეტაპსა და პლეიოფში გავარდნილი გუნდების ფეხბურთელებისაგან, რომელსაც გამოავლენს გულშემატკივარი ჩვენს Facebook გვერდზე ხმის მიცემით.

გისურვებთ წარმატებებს!

P.S. დამარებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე: Messenger-ში