COVID-19 სიახლე

❗ როგორც იცით, საქართველოში კორონა ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული, შესაბამისად ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, ჩვენი ტურნირიც დროებით შეჩერებულია, დაწყების თარიღი დაანონსდება მას შემდეგ რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაახლებს ოფიციალური ჩემპიონატების მატჩების ჩატარებას.

გვსურს, მოგმართოთ ორგანიზაციის სახელით, დარჩით სახლში და დაიცავით ყველა ის წესი, რაც მთავრობის მიერ არის რეკომენდირებული.

გისურვებთ ჯანრთელობას.
მალე შევხვდებით! ⚽