განახლებული ფორმატი

როგორც უკვე იცით, ალტერლიგა გიბრუნდებათ ახალი სეზონითა და განახლებული ფორმატით.

მოკლედ მიმოვიხილავთ იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც დაემატა მომდევნო სეზონში:

  • საპრიზო ფონდი გაიზარდა და შეადგენს 6000 ლარს
  • გაიზარდა გუნდების რაოდენობა 32-მდე
  • როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე პლეიოფში თამაშები იქნება 2 მატჩიანი
  • ჯგუფში 1 გუნდი მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებს
  • გუნდში მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს 8-10, 5 ძირითადი და დანარჩენი სათადარიგო
  • რეგისტრაციის თანხა შეადგენს 1 მონაწილეზე 20 ლარს, გუნდზე შესაბამისად 200 ლარს
  • სავალდებულოა გუნდის ლოგოს და მონაწილეთა ფოტოსურათების ატვირთვა
  • დაემატა “All Star” მატჩში, სადაც გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს 500 ლარს
  • “All Star”-ში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ ეტაპზე გავარდნილი გუნდებისგან დაკომპლექტებული გუნდი და პლეიოფში მოასპარეზე გავარდნილი გუნდებისგან დაკომპლექტებული მეორე გუნდი
  • “All Star”-ში მონაწილე ფეხბურთელებს გამოვლენს გულშემატკივრებიქ ჩვენს Facebook გვერდზე ხმის მიცემით
  • გუნდი, რომელიც არ გამოცხადდება ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე, ამ გუნდის ვერცერთი წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას “All Star”-მატჩში. 
  • ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელი არ შეიძლება ირიცხებოდეს საქართველოს ეროვნული -1, ეროვნული – 2, რანგით მე-3 და რანგით მე-4 ლიგაში მოასპარეზე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში, ასევე ფუტზალის ლიგის რომელიმე გუნდში.

სულ ეს იყო ამ ეტაპისთვის, იმედია თქვენთვისაც საინტერესო და სასიამოვნო სიახლეებია.