
ფორმატი
- ▪ ტურნირი იწყება ჯგუფური ეტაპიდან
- ▪ მანაწილეობას მიიღებს 32 გუნდის 1 სეზონში
- ▪ სულ არის 8 ჯგუფი
- ▪ თითო ჯგუფში არის 4 გუნდი
- ▪ თითოეული გუნდი ჯგუფში ჩაატარებს 6 თამაშს სახლი-გასვლა პრინციპით
- ▪ მოგება ნიშნავს 3 ქულას, ფრე – 1 და წაგება 0
- ▪ ჯგუფიდან გადის ყველაზე მეტი ქულის მქონე 2 გუნდი
- ▪ თუ 2 ან მეტ გუნდს ექნება ერთნაირი შედეგები ჯგუფში, უპირატესობა მიენიჭება ბურთების შეფარდებას, შემდგომ ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულს
- ▪ პლეიოფში წყვილების ვინაობას გამოავლენს კენჭისყრა პირდაპირ ეთერში.
- ▪ თუ ურთიერთშეხვედრაში დაფიქსირებულია ფრე, გოლების ბალანსით გამოვლინდება მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდი
- ▪ მომდევნო ეტაპები: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ALL STAR მატჩი, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი
- ▪ ჯამში გაიმართება 127 თამაში
- ▪ თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იქნება 10 მონაწილისგან. 6 ძირითადი 4 სათადარიგო.
- ▪ თითოეულ გუნდს ყავს კაპიტანი, რომელიც არეგისტრირებს გუნდს და ამავდროულად არის პასუხისმგებელი პირი და გუნდის წარმომადგენელი, მისი ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 18 წელი
- ▪ თუ გუნდი ძირითადი ფეხბურთელების სრული შემადგენლობით არ გამოცხადდება, ამ გუნდის არცერთი წევრი არ განიხილება ALL STAR მატჩისათვის
- ▪ გუნდების შემადგენლობები ჩემპიონატის დასრულებამდე არ შეიცვლება
- ▪ გუნდის წევრების მინიმალური ასაკი არის 16 წელი
- ▪ მატჩის ხანგრძლივობა არის 30 წუთი: 2 15 წუთიანი ტაიმი
- ▪ ფინალურ მატჩებსა და All Star მატჩში იქნება 20 წუთიანი ტაიმები
- ▪ პლეიოფიდან 2 მატჩის ჯამში გამოვლინდებიან მომდევნო ეტაპზე მოასპარეზე გუნდები
- ▪ პლეიოფში უპირატესობა მიენიჭება სტუმრად გატანილ გოლებს
- ▪ სრული თანაფარდობის შემთხვევაში დაინიშნება პენალტების სერია: 3-3 პენალტი
- ▪ გუნდის არ გამოცხადების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური მოგება 3:0 ანგარიშით და 3 ქულა ან მომდევნო ეტაპზე გასვლა ავტომატურად. ხოლო ამ გუნდს 0 ქულა.
- ▪ თამაშის მსვლელობისას მონაწილე გუნდების მიერ ნებისმიერი სახის წესების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორებს აქვთ უფლება გამოთიშონ 1 ან ორივე გუნდი ჩემპიონატიდან და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს ტურნირს მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი გუნდი
- ▪ გუნდის სახელი და ლოგო არ უნდა იყოს უცენზურო
- ▪ წესების დარღვევისას იქნება როგორც ყვითელი ასევე წითელი ბარათები. წითლის შემთხვევაში მონაწილე მოედნიდან გავა 2 წუთით.
- ▪ დაუშვებელია მსაჯთან ნებისმიერი სახის შელაპარაკები ან შეურაცხმყოფელი მოქმედება! შესაძლოა გუნდი დაუყოვნებლივ მოიხსნას გათამაშებისგან!
- ▪ ყველა მონაწილე ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ასლი თითოეული თამაშის წინ.
- ▪ რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაუქმდება მთლიანი ჩემპიონატი
- ▪ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელი არ შეიძლება ირიცხებოდეს საქართველოს ეროვნული -1, ეროვნული – 2, რანგით მე-3 და რანგით მე-4 ლიგაში მოასპარეზე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში, ასევე ფუტზალის ლიგის რომელიმე გუნდში, სამოყვარულო ლიგასა და მასტერ ლიგაში.