წესები

ტურნირის წესები & პირობები

ტურნირის წესები განსაზღვრულია საორგანიზაცო ჯუფის მიერ და შესაბამისობაშია მსგავსი ტიპის ტურნირების რეგულაციებთან.

საპრიზო ფონდი

საპრიზო ფონდი შეადგენს 2000 ლარს

▪ პირველი ადგილი – 1000
▪ მეორე ადგილი – 500 ლარი
▪ მესამე ადგილი – 300 ლარი
▪ საუკეთესო მოთამაშე – 100 ლარი
▪ საუკეთესო მეკარე – 100 ლარი

▪ გარდა ამისა, გათამაშდება სხვადასხვა სახის პრიზები ჩვენი პარტიორი კომპანიებისგან!

ფორმატი

▪ ტურნირი იწყება ჯგუფური ეტაპიდან

▪ მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი

▪ სულ არის 4 ჯგუფი

▪ თითო ჯგუფში არის 4 გუნდი

▪ თითოეული გუნდი ჯგუფში ჩაატარებს 3 თამაშს

▪ მოგება ნიშნავს 3 ქულას, ფრე – 1 ქულას და წაგება 0 ქულას

▪ ჯგუფიდან გადის ყველაზე მეტი ქულის მქონე 2 გუნდი

▪ თუ 2 ან მეტ გუნდს ექნება ერთნაირი შედეგი ჯგუფში, მოწინავე ადგილს დაიკავებს ის გუნდი, რომელმაც ურთიერთშეხვედრაში მოიგო

▪ თუ ურთიერთ შეხვედრაში დაფიქსირებულია ფრე, მაშინ გოლების ბალანსით გადაწყდება გამსვლელის ვინაობა

▪ მომდევნო ეტაპები: მეოთხედფინალი (1/4), ნახევარფინალი (1/2), ფინალი და ბრძოლა მესამე ადგილისთვის.

▪ ჯამში გაიმართება 32 მატჩი

▪ თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იქნება 9 ან 10 მოთამაშისაგან (6 ძირითადი, 3 ან 4სათადარიგო)

▪ თითოეულ გუნდს ყავს კაპიტანი, რომელიც არეგისტრირებს გუნდს და ამავდროულად არის პასუხისმგებელი პირი, მისი ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს

▪ კაპიტანს აქვს უფლება, ჯგუფურ ეტაპზე, შეცვალოს მაქსიმუმ 2 მონაწილე და ჩაანაცვლოს ისინი სხვა მონაწილით. ამისათვის უნდა გამოგზავნოს წერილობითი შეტყობინება ჩვენს Facebook გვერდზე მინიმუმ 1 დღით ადრე.

▪ თამაშის დღეს შემადგენლობა არ შეიცვლება!

▪ თამაშების ჩატარების თარიღი არ შეიცვლება!

თუ გუნდი არ გამოცხადდება თამაშზე, გუნდის ყველა წევრი მიიღებს დისკვალიფიკაციას და ვეღარ დარეგისტრირდებიან მომდევნო სეზონებში!

▪ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, Playoff-ში, შემადგენლობა აღარ შეიცვლება

▪ გუნდის წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 16 წელს

გუნდის კაპიტანი ვალდებულია ტურნირის დაწყებამდე წარმოადგინოს თითოეული მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი!

თუ კაპიტანს სურს სხვა მონაწილის ჩანაცვლება, ასევე უნდა წარმოადგინოს ამ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

▪ თუ აღმოჩნდება რომელიმე გუნდში მონაწილე პირი არის 16 წელს ქვევით,
კაპიტანი ვალდებულია შეცვალოს სხვა მოთამაშით, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი დატოვებს ტურნირს.

▪ თამაშის ხანგრძლივობა 30 წუთი: ორი 15 წუთიანი ტაიმი.

▪ ფინალური მატჩში იქნება 20 წუთიანი ტაიმები

▪ ფლეიოფიდან თითოეული თამაში გამოავლენს მომდევნო ეტაპზე გამსვლელ გუნდს.

▪ დამარცხებული გუნდი ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს.

▪ თამაშის ფრედ დასრულები შემთხვევაში დაინიშნება პენალტების სერია (3-3 პენალტი)

▪ იმ შემთხვევაში თუ გუნდი არ გამოცხადდება დანიშნულ დროს სრული შემადგენლობით, სავალდებულოა 6 ძირითადი წევრის ყოფნა, ის მოიხსნება გათამაშებიდან, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდი ავტომატურად გადავა მომდევნო ეტაპზე ან ჩაეწერება მოგება 3:0 და 3 ქულა

▪ თამაშის მსვლელობისას მონაწილე გუნდებს შორის კომპლიქტის შემთხვევაში, ორგანიზაცია ალტერლიგა იტოვებს უფლებას გამოთიშოს ერთ-ერთი ან ორივე გუნდი შეჯიბრიდან, ამ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს ტურნირს მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი გუნდი

▪ გუნდის სახელი არ უნდა იყოს უცენზურო

▪ უხეში თამაში ისჯება ყვითელი ან წითელი ბარათით

დაუშვებელია მსაჯთან ნებისმიერი შეკამათება ან მსაჯის მიმართ ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი მოქმედება! შესაძლოა გუნდი დაუყოვნებლივ მოიხსნას ტურნირიდან და მონაწილეები ვეღარ იასპარაზებენ სხვა სეზონებშიც!

▪ ყველა მონაწილე, მათ შორის სათადარიგო მოთამაშეებიც, ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

▪ თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტურნირის დაწყებამდე არ იქნება 16 გუნდი დარეგისტრირებული

▪ ტურნირის მონაწილეებს გადაეცემა სათამაშო ფორმა და მეკარის ხელთათმანები

▪ მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ სპორტული ფეხსაცმელი და შორტი

ვადები

  • 6 – 7 ივლისი – ჯგუფური ეტაპი 
  • 13 – 14 ივლისი – ჯგუფური ეტაპი
  • 20 ივლისი – მეოთხედფინალი
  • 21 ივლისი – ნახევარფინალი
  • 27 ივლისი – მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 

 

 

 

 

რეგისტრაცია

▪ გუნდის რეგისტრაციის თანხა შეადგენს 150 ლარს.
▪ რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ.
▪ რეგისტრაციის თანხის გადახდის ვადა შეადგენს აპლიკაციის შევსებიდან 24 საათი.
▪ თუ აპლიკაციის შევსებიდან 24 საათში არ მოხდება რეგისტრაციის თანხის გადახდა, გუნდი წაიშლება სიიდან, და საჭირო გახდება ხელახალი რეგისტრაცაია
▪ რეგისტრაციის თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებიდან მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხვით.
▪ რეგისტრაციის თანხის გადახდისას, აპლიკანტი ვალდებულია დანიშნულების ველში მიუთითოს თავისი სახელი და გვარი და პირადი ნომერი, ან გადახდის დროს გამოგვიგზავნოს შეტყობინება იმეილზე, ტელეფონის ნომერზე ან ფეისბუქ გვერდზე

▪ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდს არ აქვს უფლება გააუქმოს რეგისტრაცია და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
▪ რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია იქნება დაცული და არ გასაჯაროვდება.

პროექტის პარტნიორები